Consultant

ეკა შანიძე

სამართლის ექსპერტი

rating
languages
En/Ge/Ru
Price$ 18.59

Experience

ეკატერინე არის შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის მმართველი პარტნიორი. მან 2017 წლის იანვარში თამარ ნიკოლაძესთან ერთად დააფუძნა აღნიშნული კომპანია და დღემდე წარმატებით უძღვება კომპანიის საქმიანობას. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში მუშაობის თექვსმეტზე მეტი წლის გამოცდილება.

ეკატერინე სხვადასხვა დროს თავისი პროფესიით მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს რკინიგზაში, თბილისის მეტროში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, სს საქართველოს ბანკში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და თეგეტა მოტორსში.

8 წლის განმავლობაში, თბილისის სატრანსპორტო კოპანიაში მას ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეკატერინე იკავებდა აღნიშნულ პოზიციას, დაიწყო და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ზოგადად სატრანსპერტო სფეროში, მათ შორის: თბილისის მეტროს რესტრუქტურიზაცია (2006), ავტობუსის მარშრუტების ოპტიმიზაცია (2010), საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სატარიფო სქემის წარდგენა (2012) და ა.შ.  ხოლო 2020 წლის იანვრამდე იგი ხელმძღვანელობდა თეგეტა მოტორსისა და მისი შვილობილი კომპანიების იურიდიულ მიმართულებას.

ეკატერინე ასევე აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების დროს, მათ შორის, 2013 წელს, ის მონაწილეობას იღებდა შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების  განხილვის პორცესში. საერთაშორისო ორგანიზაციაში (UITP – International Association of Public Transport) მან გაიარა ერთწლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო მენეჯერის კვალიფიკაცია.

ეკატერინეს ასევე გავლილი აქვს ამავე ორგანიზაციის სემინარი საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში „უკეთესი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოწყობის უზრუნველყოფის“ მიმართულებით. 2018-2019  წლებში,  როგორც გერმანული  კომპანიის A+S Consult Gmbh-ის ინსტიტუციური და სამართლებრივი ექსპერტი  ჩართული იყო UNDP-სა და GEF-ის პროექტში „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბათუმსა და აჭარის რეგიონში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება. პროექტი წარმატებით დასრულდა და ახლა იგეგმება მისი იმპლემენტაციის პროცესი. ეკატერინეს გავლილი აქვს ტრენინგები FIDIC-ის ტიპის კონტრაქტებთან დაკავშირებით, შრომის, საგადასახადო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში, მედიაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმით წარმოებასა და სამართლის სხვა სფეროებში. ეკატერინეს აქვს საქართველოს სასამართლოებში, არბიტრაჟსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება.

Areas of Expertise

Social Networks

Documents