ჩვენს შესახებ

ჩვენ Consultida-ში გვჯერა, რომ ყველაზე ღირებული, სტრუქტურირებული ცოდნა ჩვენს გონებაშია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ამოუწურავი რესურსია ხელმისაწვდომი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც დაგაკავშირებთ წამყვან ექსპერტებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ისინი მზად არიან გაგიზიარონ თავიანთი უნიკალური ცოდნა. Consultida გაძლევთ შანსს, გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალთან თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და მიიღოღ მათი რეკომენდაცია თქვენი პრობლემების საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილებებზე. სესიის დაჯავშნა მარტივია, ხოლო ფასი დამოკიდებულია მის ხანგრძლივობაზე.

ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ცოდნა არის საუკეთესო პროდუქტი, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია. Consultida არის მზა პლატფორმა, რომელიც ეხმარება პროფესიონალებს, ძალისხმევისა და ფინანსური რისკების გარეშე აქციონ თავიანთი კომპეტენცია ბიზნესად. ექსპერტად გაწევრიანება უფასოა და არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებული ტექნიკური უნარებსა და პროგრამების ცოდნას.

ჩვენ ვიწვევთ ექსპერტებს ნებისმიერი ინდუსტრიიდან, ვაერთიანებთ ჯანდაცვის, ბიზნესის, ციფრული მარკეტინგის, აგრონომიის, ფსიქოლოგიისა თუ ვოკალის სპეციალისტებს - ფაქტობრივად ყველას, ვინც ფლობს სპეციფიკურ გამოცდილებას, რომელიც ღირს გაზიარებად. Consultida-ს საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ კომპეტენტური პასუხები თქვენს კითხვებზე..