Consultant

გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

rating
languages
En/Ge/Ru
Price$ 36.5

Experience

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს.1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის დიპლომით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორებიცაა: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1985-დან დღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა და ტვინის კვლევა.

Areas of Expertise

Social Networks